„კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსი „მწვანე (მდგრად) მშენებლობაში“ განიხილება როგორც პროდუქტი პროფესიის მაძიებელთა განათლებისთვის. კურსი დაეხმარება სამშენებლო სექტორში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღებ პროფესიონალებს (არქიტექტორები, ინჟინრები, დეველოპერები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტეში მოღვაწე ჩინოვნიკები და სხვ.) და საკითხით დაინტერესებულ მსურველებს მწვანე მშებნებლობის საფუძვლების დაუფლებაში. ასეთი სასწავლო მოდულის შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია ახალგაზრდა და ზრდასრულ ადამიანთა დასაქმების პოტენციალის გაზრდის სურვილით. მის მიზანს წარმოადგენს პროფესიონალი ტრეინერების მომზადება შემდგომში სხვა პიროვნებების გადასამზადებლად და მათთვის მწვანე მშენებლობის უნარ- ჩვევების გასაზიარებლად.
